Monday, December 12, 2011

თეა თვალიაშვილი

პროექტის სახელწოდება:"იღბლიანი ბიზნესმენი"
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:გარკვეული თანხის სარფიანად გამოყენება.რა გზას აირჩევენ: დააბანდებენ ამ თანხას ნავთობში, ამა თუ იმ ძვირფას ლითონში, შეიძენენ რომელიმე ვალუტას ან აქციებს? თავად გადაწყვეტენ;
პროექტის აქტუალობა:მოსწავლემ უნდა ივარაუდოს მოსალოდნელი მოგება; შეძლოს დაბანდებული თანხის მდგომარეობაზე თვალის მიდევნება.შეაფასოს შედეგები (დააბანდა თუ არა თანხა წარმატებით)
პროექტის მიზნები: მოსწავლემ თავისი ცოდნის, თანხის ოდენობის, ინტერესების მიხედვით შეარჩიოს მისთვის ხელსარელი სფერო: შეისწავლოს შერჩეულ სფეროში წინასწარი სტატისტიკური მონაცემები, გაითვალისწინოს ისინი თანხის დაბანდების სფეროსა და ფორმის შერცევისას, გაითვალისწინოს ვალუტის სიმყარე, ივარაუდოს მოსალოდნელი მოგება
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1.5თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს (სასურველია სლაიდების საშუალებით) და გადაწყვეტენ რომელი მათგანია ყველაზე "გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი"
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტელევიზია,კომპიუტერი /ინტერნეტი, პროექტორი პრეზენტეციისატვის.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები წინასწარ ირჩევენ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მათთვის და მოიძიებენ მას; გაესაუბრებიან ბანკის თანამშრომლებს; წარმოადგენენ შესაბამისი დიაგრამებით ინფორმაციას რომელიმე ვალუტის, აქციების,ნავთობის,ძვირფასი ლითონების,ფასების ცვლილების შესახებ. მათზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩევენ სასურველ კაპიტალდაბანდებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა თვალიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teateati76@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  teatvaliashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment